LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესკომპანიები, რომლებიც „Check-in Georgia“-ს შეუერთდნენ

89

„Check-in Georgia“-ს საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიები შეუერთდნენ. შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომლითაც  ბიზნეს სექტორი დაინტერესდა.

როგორც “ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს,  პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოჩინდნენ, როგორც „Check In Georgia“-ს პარტნიორები და მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები.

კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი  ქუმსიშვილის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე პროექტში ჩართული კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებულმა მთლიანმა შემოსავალმა დაახლოებით 6 მილიონი ლარი შეადგინა.

 

მთავრობის მიერ ინიცირებულ პროექტს „Check-in Georgia“-ს შეურთდნენ: „ლოიალ კაპიტალ გრუპი“, „საქართველოს ბანკი“, „თიბისი“, „მეტრო“, „სოკარი“, „ვისოლი“, „თეგეტა მოტორსი“, „VTB ბანკი“, „ბლექსი ჯგუფი“, „შილდა“, „T&R დისტრიბუცია“, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, „ომეგა“, „პროგრეს ბანკი“, West Invest, „ბორჯომი“, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, „რუსალოს“, „გალფი“, „ატლსაგლობალი“, „აიჯი მოლი“.