LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ვახტანგ ცინცაძე: „წელს რვა თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება“

მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავებისა და ახალი ინიციატივების განხორციელების გზები განიხილეს, ასევე იმსჯელეს ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და ორი ქვეყნის კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარების თაობაზე.

ვახტანგ ცინცაძე: საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა – ჩვენი ამოცანაა, რომ ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ

მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  კერძო სექტორის ნდობა საქართველოს ბიზნეს გარემოს და საინვესტიციო გარემოს მიმართ არის საკმაოდ მაღალი, ასევე მაღალია ნდობა ენერგეტიკული პოლიტიკისადმი.