LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორთა ნდობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ პოზიტიურ მოლოდინებზე მიანიშნებს

111
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2026  წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა და 271.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ქვეყნების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია საქართველოში გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი.

გაერთიანებული სამეფო ლიდერობს ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ქვეყანაში საინვესტიციო ნაკადების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე ინვესტიციების მკვეთრი მატებაა იაპონიიდან, გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.

I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ვაჭრობის, უძრავი ქონების, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობების სექტორებში.

2026 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო  საქმიანობების სექტორში, შემდეგ მოდის უძრავი ქონების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორები.

magti 5g