LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას დღეს დაკრძალავენ: „ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, ჩუმი სიკეთით ატარებდა ცხოვრების თითოეულ დღეს…“

12127
chkadua

35 წლის ბიზნესმენს ირაკლი ჭკადუას, რომელიც ახალი წლის დღეებში მოულოდნელად გარდაიცვალა, დღეს ქაშვეთის ეკლესიიდან გაასვენებენ.

“მძიმე დილა გათენდა, განადგურებული ვარ” – რა გახდა 37 წლის ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალების მიზეზი

“ბიჭი დღესასწაული წავიდა… წავიდა და ისეთი ტკივილია, კედელი გინდა გაარღვიო…” – სოფიო მდინარაძე გარდაცვლილ ბიზნესმენზე

მას ოჯახის ახლობელი, ირინა ჯაჭვლიანი იხსენებს და წერს:

„ლახამულელების ქებათა-ქება მთელი  ბავშვობა გვესმოდა მამასაგან. მისთვის  ლახამულა მეორე სახლივით იყო – მეგობრები, სკოლა, კოლეგები, მოსწავლეები…

ეს ყოველივე ჩვენც გავითავისეთ და თავიდანვე სიყვარულითა და ნდობით განვეწყვეთ ამ ადამიანების მიმართ.

მარგალიტივით ამშვენებდა ლახამულას ავთო ჭკადუასა და ნინელი ეჯიბაძის ოჯახი. მათ ოთხი ღირსეული, განათლებული, წარმატებული შვილი გაუზარდეს სამშობლოს.

მათი სახლის კარები მუდამ ღია იყო ადამიანებისთვის, სტუმრებისთვის ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან.

ქრისტინე იმედაძე: „რაღაცნაირად ობლად დაგვტოვე ყველა... ვახ, ეს როგორ მყვარებიხარ, ბიჭო...“

ქრისტინე იმედაძე ახლახან გარდაცვლილ 37 წლის ბიზნესმენს, ირაკლი ჭკადუას განსაკუთრებულად ემოციური პოსტით ემშვიდობება

მასპინძლების დიდებული დახვედრით აღფრთოვანებული ადამიანები შემდეგ  საოცარ  სტატიებს წერდნენ ოჯახზე.

მათ უყურადღებოდ არასდროს დარჩენიათ სვანეთში ჩატარებული ღონისძიებები, ქველმოქმედება თუ სხვადასხვა აქტივობა და ყველგან, ყოველთვის იდგნენ იქ, სადაც საჭირო იყო, სადაც ვინმეს დახმარება სჭირდებოდა, სადაც  ოჯახებს უჭირდათ.

მათი სიკეთე შემდეგ სვანეთის ფარგლებსაც გასცდა და მთელი საქართველო მოიცვა.

ასეთ ოჯახში გაზრდილი ირაკლი როგორ შეიძლებოდა არ ყოფილიყო კეთილშობილი, ზრდილი, მეგობრული, განათლებული და წარმატებული.

როგორ შეეძლო, დახმარების ხელი არ გაეწოდებინა ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა.

ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, ჩუმი სიკეთით ატარებდა ცხოვრების თითოეულ დღეს.

და იყო წარმოსადეგი, სანდომიანი, საამაყო ახალგაზრდა.

მის მიერ დაარსებული კომპანია ერთ-ერთი უძლიერესი სამშენებლო კომპანიაა ჩვენს ქვეყანაში. 24-საათიანი მუშაობის რეჟიმით წარმატებასა და ხარისხზე ორიენტირებული კომპანია.

მოულოდნელად, მეხის გავარდნასავით გაისმა მისი გარდაცვალების ამბავი.  გარდაცვალების, სულ რაღაც 35 წლის ასაკში.

უეცრად დაიფლითა უამრავი ადამიანის, ახლობელ მეგობრების გულები.  საიმედო საყრდენი გამოეცალათ ხელიდან ადამიანებს, ქვეყანას კი – დიდი მომავლის მქონე  ბიზნესმენი და ქველმოქმედი კაცი.

უფალთან იყოს შენი მარადიული სასუფეველი, იკა.

მჯერა, მფარველ ანგელოზად მოევლინები შენს ოჯახს, შენს ძვირფას დედას და გაამხნევებ მათ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g