პარტია “საქართველოსთვის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, სოფიო მდინარაძე ბიზნესმენ ირაკლი ჭკადუას გარდაცვალებას ემოციური პოსტით ეხმაურება სოციალურ ქსელში.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა ირაკლი ჭკადუა. მას შოუბიზნესის სფეროში კარგად იცნობდნენ.
“ცხოვრობ, ოჯახი გყავს, შვილი გყავს, მეგობრები გყავს, ძალიან ახლო მეგობრები გყავს და გყავს ირაკლი ჭკადუა – ის ცალკეა, არცერთ მიმართულებაში არ ჯდება: ქარიშხალია, ბობოქარია, გადარეულია, დღესასწაულია!
ირაკლი ჭკადუა – ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების არ გეშინია! აი, ასეთი ცხოვრება გვასწავლა მეგობრებს, ახლობლებს, ნაცნობებს და… ბიჭი დღესასწაული წავიდა… წავიდა და ისეთი ტკივილია, კედელი გინდა გაარღვიო…”, – წერს სოფიო მდინარაძე.
ირაკლი ჭკადუა ჯერ თავდაცვის სამინისტროს გენ ინსპექციის თანამშრომელი იყო, მერე კი კერძო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და კომპანია AWARD-ის დამფუძნებელი იყო.