LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენების 90% „ქართული ოცნების“ შემომწირველია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაამყარა – კალაძე

226
კახა-კალაძე-1

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში აღარ დაბრუნდება დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ. ის “ქართული ოცნების” შემომწირველი ნოშრევან ნამორაძის მიერ სპორტის უნივერსიტეტის შეძენის ფაქტს გამოეხმაურა.

სპორტის უნივერსიტეტის შენობა ნოშრევან ნამორაძემ იყიდა

აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი მმართველი პარტიის შემომწირველებს შორისაა.

„საქართველოში ბიზნესმენების 90% „ქართული ოცნების“ შემომწირველია იმიტომ, რომ „ქართული ოცნება” ის პოლიტიკური პარტიაა, რომელმაც ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაამყარა. ჩვენ გვახსოვს წლები, როგორ ეპყრობოდნენ ბიზნესმენებს, როგორი დამოკიდებულება იყო მათ მიმართ. პირდაპირ ძარცვავდნენ, ატერორებდნენ, თავიანთ ბიზნესებს სხვადასხვა ადამიანებზე აფორმებინებდნენ. ჩვენ ეს დრო, საბედნიეროდ, წარსულს ჩავაბარეთ და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს აშანტაჟებდნენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

magti 5g