LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის უნივერსიტეტის შენობა ნოშრევან ნამორაძემ იყიდა

469
ნოშრევან ნამორაძე

სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორია ელექტრონულ აუქციონზე 11 020 000 ლარად გაიყიდა. „ბიზნეს ფორმულას“ ინფორმაციით, ობიექტის ახალი მფლობელი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.

ქონების ეროვნული სააგენტოს საწყისი ფასი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N49-ში მდებარე 18 019 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობებისთვის 10 000 000 ლარი იყო. საბოლოოდ კი ობიექტი 11 020 000 ლარად შპს “ვი არ ვაკე თაუერსმა” იყიდა, რომლის მფლობელი და დირექტორი ნოშრევან ნამორაძეა.

აუქციონში გამარჯვებული კომპანიის მფლობელი მმართველი პარტიის შემომწირველებს შორისაა. კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში ნოშრევან ნამორაძემ „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, გასულ წელს კი 30 000 ლარი.

ნოშრევან ნამორაძემ 2010 წელს დააარსა კომპანია „ვილა რეზიდენსი“, რომლის ახალი პროექტის, „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ პრეზენტაციას გასულ წელს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ბიზნესმენმა ღარიბაშვილს და მის გუნდს ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენი 2014 წელს დაკავებული იყო და დავით კოდუას ცემის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები