LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესს არ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ ასაქმებ რუსს, აზერბაიჯანელს, არაბს… ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს – ნიკა ნანუაშვილი

39
ლარსი რუსები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურისტის, ნიკა ნანუაშვილის განცხადებით, თუ კი რომელიმე ქვეყნიდან მიგრანტების ნაკადი პრობლემას უქმნის სახელმწიფოს, მთავრობამ საერთაშორისო კანონმდებლობით მონიჭებული მექანიზმები უნდა გამოიყენოს და ეს ნაკადი საზღვართან შეაჩეროს.

“მე ამ საკითხს შემდეგნაირად ვუყურებ, მგონია, რომ ბიზნესს არ უნდა ვუსაყვედუროთ, რატომ ასაქმებ რუსს, აზერბაიჯანელს, არაბს თუ მოზამბიკელს, ნუ შემოვუშვებთ ქვეყანაში და ბიზნესიც აღარ დაასაქმებს”, – აცხადებს “ბიზნეს ფორმულასთან” საუბრისას ნიკა ნანუაშვილი.

რამდენი რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მოქალაქე შემოვიდა და გავიდა საქართველოდან - იანვარ-სექტემბრის სტატისტიკა

PMCG-ის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლებსა და გასვლებს შორის სხვაობამ 58.6 ათას უნიკალურ პირს მიაღწია.

მიგრანტების დასაქმების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქვეყანაში რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების რეკორდული რაოდენობა შემოვიდა. ხოლო ბიზნესი ქვეყანაში შექმნილი კადრების დეფიციტის გამო, მიგრანტების დასაქმებაზე ალაპარაკდა.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები