LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Blackpink ტურნეს დასრულების შემდეგ, ახალ ალბომს წარადგენს

138
photo-collage.png (9)

Blackpink-ის პირველი მასშტაბური მსოფლიო ტურნეს წლევანდელი ნაწილის დაწყებამდე, ჯგუფმა მსემენელს სიურპრიზი მოუწყო. სამხრეთ კორეულმა ბენდმა ახალი მინი ალბომი დააანონსა, რომლის რელიზი 27 თებერვალს შედგება. Deadline – ასე ჰქვია ლისასროზესჯენისა და ჯისუს მესამე ერთობლივ EP-ის, რომლის ლიდ სინგლი – Jump ტურნეს დაწყებიდან მალევე გამოვიდა.

Deadline World Tour გასული წლის 5 ივლისს დაიწყო და მის დასრულებამდე ექვსი კონცერტი დარჩა. 16-დან 26 იანვრის ჩათვლით, გუნდი იაპონიასა და ჩინეთში იმღერებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის წევრები 2023 წლის შემდეგ სწორედ ტურნესთვის და მომავალი მუსიკალური პროექტისთვის გაერთიანდნენ.

Blackpink-მა უემბლის სტადიონზე გამართული კონცერტი Spice Girls-ის ჰიტით – Wannabe დახურა

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეული K-pop ჯგუფის, Blackpink დებიუტი ლისასროზესჯენისა და ჯისუს შემადგენლობით, 2016 წელს შედგა. ბენდის სადებიუტო სტუდიური ალბომი – The Album 2020 წლით თარიღდება. ამჟამად, ბენდის ოთხივე წევრი სოლო კარიერითაცაა დაკავებული. როგორც Blackpink მათ მეორე დისკი – Born Pink 2022-ში გამოუშვეს.

Blackpink ,,Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბში” მეექვსედ შევიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები