LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლაუენშტაინ საქართველო“ ფერმერულ მეურნეობებს მსხვილფეხა პირუტყვს გადასცემს

114

ქართულ-შვეიცარიულმა აგროკომპანიამ „ბლაუენშტაინ საქართველომ“ საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯიაში“ პრეზენტაცია გამართა.

როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, „ბლაუენშტაინ საქართველო“ რაჭაში საქმიანობს და ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ბლაუენშტაინ საქართველოს“ საქმიანობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

რაჭაში „ბლაუენშტაინ საქართველოს“ პარტნიორ ფერმერებში ხორციელდება: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის საუკეთესო სახორცე და მერძეული ჯიშების შექმნა; ადგილობრივი ფერმერების დატრენინგება და რეგულარული მონიტორინგი ფერმისმართვის და საქონლის მოვლის შვეიცარული სტანდარტების შესაბამისად.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, „ბლაუენშტაინ საქართველო“ რვა ფერმერულ მეურნეობასთან თანამშრომლობს, რომელთაც ქართულ-შვეიცარიული კომპანია გადასცემს საქონელს და ასწავლის, თუ როგორ მოუაროს მათ. შედეგად, ქართველი ფერმერები იძენენ საქონლის შენახვა-მოვლის შვეიცარიულ გამოცდილებას.

კომპანიაში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა დღევანდელი მონაცემებით 59 ადამიანს შეადგენს. უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში იგეგმება დამატებით 20 ფერმის განვითარება, ახალი მაღაზიების გახსნა და მერძეული ფერმების განვითარება.

magti 5g