LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლაუენშტაინ საქართველო“ რძის პროდუქტების წარმოების დაწყებას გეგმავს

112

ხორცის გადამამუშავებელი ქართულ-შვეიცარული საწარმოო კომპლექსი „ბლაუენშტაინ საქართველო“ რძის პროდუქტების წარმოების დაწყებას გეგმავს. კომპანიის ქართველი დამფუძნებელის ირაკლი კერვალიშვილის ინფორმაციით, რძის საამქრო ექპლუატაციაში 2-3 წელიწადში შევა.

კომპანია “ბლაუენშტაინ საქართველო” მეცხოველეობის დარგში რაჭაში, სოფელ შარდომეთში 2008 წლიდან ოპერირებს. ფერმა 600 სულ საქონელს ითვლის, სადაც, ხელოვნური განაყოფიერების გზით, მაღალპროდუქტიული შვეიცარული ჯიშის საქონლის გამოყვანა ხდება.

”ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ფერმებთან. საქონელს მოსავლელად მათ ვაბარებთ და ისინი ჩვენ მიერ მოთხოვნილი სტანდარტების შესაბამისად უვლიან. ამჟამად, 8 ფერმერი გვყავს. უახლოეს 2 წელიწადში გვინდა, 20 ფერმერამდე დავასაქმოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭას უახლოეს 2-3 წელიწადში 20 შვეიცარული უნარ-ჩვევების მატარებელი ფერმერი ეყოლება”, – განმარტავს ირაკლი კერვალიშვილი.

ამ ეტაპზე, “ბლაუენშტაინ საქართველოს” წარმადობა წლის განმავლობაში 2 500-3 000 სული საქონელია, რის გამოც, მხოლოდ ხორცპროდუქტებს აწარმოებს, რომლის რეალიზაცია, ადგილობრივ ბაზარზე ხდება. კომპანია თბილისში საფირმო მაღაზიასაც ფლობს.

2015 წლის მონაცემებით, კომპანიამ 18 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, უახლოეს 5 წელიწადში კი ამ ინვესტიციის მოცულობის გაორმაგებას გეგმავს.

კომპანიის ხელშეწყობით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის სოფლებში-შარდომეთში, შქმერში, ჭიორასა და გლოლაში – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმები აშენდა, რომლებიც სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები