LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კიდევ ერთი ფერმა აშენდა

116
COW

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ აშენდა.

ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის წილია ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის საკუთარი დანაზოგია.

ფერმა დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე.

„ნიბა 2008“-ში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.

ცნობისთვის, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმოს მშენებლობა დაფინანსდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები