LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლი 50 წლების სილუეტის, ულამაზეს ღვინისფერ კაბაში

129
ბლეიკ ლაივლი 50 წლების სილუეტის, ულამაზეს ღვინისფერ კაბაში

ბლეიკ ლაივლი, რომლის სახელიც მთელი წლის განმავლობაში სკანდალებთან ასოცირდებოდა, ამ კვირაში საჯაროდ გამოჩნდა და ნიუ-იორკში მისი თმის მოვლის ბრენდის, Blake Brown-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო. ბლეიკმა იცის, როგორ იყოს ლამაზი და მომხიბვლელი, ამიტომ მისი ლუქი არც ამჯერად იყო გამონაკლისი – მსახიობი უბრალოდ ბრწყინავდა ღვინისფერ კაბაში.

„წყვილი, რომელიც სიყვარულის მარადიულობაში გვარწმუნებს“ – ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის ვნებები საფეხბურთო მატჩის დროს

მის Annina Alice-ის კაბას, რომელიც აბრეშუმისგან იყო შექმნილი, ღრმა დეკოლტე ჰქონდა, რომელიც შესაბამისი აბრეშუმის დეტალებით იყო მორთული. ბლეიკმა კაბას თავისი საყვარელი ბრენდის Lorraine Schwartz-ის სამკაულები შეუხამა, რომელიც დიდი მწვანე ქვებით იყო გაფორმებული.

ფოტო/ვიდეო: შეუდარებელი ბლეიკ ლაივლი გასაოცარ კაბაში – ჰოლივუდის გამორჩეული წყვილი TIME-ის გალა-კონცერტზე

ბლეიკის მიდი კაბას 50-იანი წლების კლასიკური კოქტეილის კაბებების სილუეტი ჰქონდა. ბლეიკის კაბა ასევე ჰგავდა სარა ჯესიკა პარკერის ლუქს, რომელიც მან სერიალ „და უბრალოდ ასე…“-ის მესამე სეზონის პრემიერაზე მოირგო, თუმცა პარკერის კაბა Vivienne Westwood-ის ბრენდისგან იყო.

„აი ასე უნდა სეირნობდეს წყვილი, რომელსაც ერთმანეთი ჭეშმარიტად უყვარს“ – ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის „ტკბილი ვოიაჟი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები