LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაიანი კარგი ბიჭია!“ – სკარლეტ იოჰანსონის განცხადებას ყოფილ ქმარზე, რაიან რეინოლდსზე უამრავი კომენტარი მოჰყვა

284
page

ბოლო პერიოდში, ჰოლივუდში „ყოფილებზე“ საუბარი საინტერესო ტენდენციად იქცა. გასულ კვირას, გვინეტ პელტროუმ საკმაოდ გულახდილი ინტერვიუ მისცა და ყოფილი პარტნიორი მამაკაცები, ბრედ პიტი და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეადარა.

რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა – გვინეტ პელტროუ ბრედ პიტსა და ბენ აფლეკს ერთმანეთს ადარებს

ამჯერად პელტროუს პოდკასტში ყოფილი მეუღლე, სკარლეტ იოჰანსონმა გაიხსენა. როგორც ირკვევა, პელტროუს არ ახსოვდა, რომ  სკარლეტი და რაიან რეინოლდსი დაქორწინებულები იყვნენ.

„დიახ ჩვენ ცოტა ხნით დაქორწინებულები ვიყავით. რეალურად, იმ პერიოდში ვერაფერს ვაცნობიერებდი, არ ვიცოდი, რა იყო ქორწინება. მინდა გითხრათ, რომ რაიანი კარგი ბიჭია, ჩვენ ოჯახში ის ყველას უყვარს“, – აცხადებს 38 წლის იოჰანსონი, რომელიც ახლა მესამედ გახლავთ დაქორწინებული. მისი ახლანდელი მეუღლე მსახიობი, კოლინ ჯოსტია, რომელთანაც მას შვილი გასულ წელს შეეძინა.

„შეეშვი რაიანს“, „თავი დაანებე რეინოლდს, მას ბლეიკ ლაივლი ჰყავს“, „რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი ყველაზე მაგარი წყვილია“, „სკარლეტისა და რაიანის ერთად წარმოდგენა რთულია“, – წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, სკარლეტი და რაიანი 2008 წელს დაქორწინდნენ, მათი კავშირი ორ წელს გაგრძელდა.

ფოტო: ისე ბრწყინავს, როგორც არასდროს – სკარლეტ იოჰანსონი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

მეოთხე მშობიარობის შემდეგ, ბლეიკ ლაივლი შესანიშნავად გამოიყურება – წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს

ბლეიკ ლაივლი რაიან რეინოლდსის გვერდით ბედნიერებისაგან ბრწყინავს – ყველასათვის საყვარელი წყვილის კაშკაშა გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები