გვინეტ პელტროუს ნამდვილად გაუმართა, ის წარსულში ისეთ ვარსკვლავურ მამაკაცებს ხვდებოდა, როგორებიც ბრედ პიტი და ბენ აფლეკი არიან.
ახლახან, პოდკასტში 50 წლის პელტროუ მსოფლიოში ყველაზე სასურველ მამაკაცებზე ალაპარაკდა და ინტიმური დეტალებიც გააჟღერა. მაშ ასე, რომელია საწოლში „ღმერთი“ და რომელს შეუძლია ღვთაებრივი კოცნა? ავანტიურულ შეკითხვებს გვინეტ პელტროუ პასუხობს.
„აფლეკი საწოლში ტექნიკურად უკეთესი იყო, მაგრამ ბრედი ბენზე უკეთესი მსახიობი გახლდათ. ორივეს ღვთაებრივი კოცნა შეეძლო. რაც შეეხება მათ სტილს, ვფიქრობ, რომ ბრედს სტილის უკეთესი შეგრძნება აქვს. ბენს ჩემი გაცინება უკეთ შეეძლო, მაგრამ მასთან უფრო ხშირად ვჩხუბობდი. ოჰ ღმერთო , არ მჯერა რომ ამ ყველაფერს ჩემი ქალიშვილი უსმენს“, – ასე დაასრულა პელტროუმ ინტერვიუ.
ცნობისთვის, გვინეტი ბრედ პიტს 1994 წლიდან ხვდებოდა, მათი კავშირი სამ წელს გაგრძელდა. ნიშნობა თავად პელტროუმ ჩაშალა, რადგან მიხვდა, რომ ქორწინებისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო. ბენ აფლეკს კი ის 1997 წლიდან, 2000 წლამდე ხვდებოდა.
„ის ჩემთვის ძმასავითაა“ – გვინეტ პელტროუ ყოფილი ქმრის, კრის მარტინის შესახებ საუბრობს