სებასტიან სტენმა ოფიციალურად დაადასტურა თავისი მონაწილეობა რეჟისორ, მეთ რივზის მომავალ ფილმში – „ბეტმენი: ნაწილი 2“, სადაც ის ჰარვი დენტის, იგივე ,,ორსახას” როლს შეასრულებს.
კომიქსების მიხედვით, ჰარვი დენტი ,,გოთემის” სამართლიანი პროკურორია. ის ბეტმენთან ერთად ებრძვის კრიმინალს, მოგვიანებით კი, ყალიბდება ბოროტმოქმედად, რომელიც გადაწყვეტილებებს მონეტის აგდებით იღებს.
მსახიობმა აღნიშნა, რომ როლი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად რთულია და უკვე დაიწყო სპეციალური ვარჯიში.
ფილმში მონაწილეობს სკარლეტ იოჰანსონიც. ის ჰარვის მეუღლის, ჯილდა დენტის როლს მოირგებს.
The Batman-ის რიბუთის პირველი ნაწილი, 2022 წელს გამოვიდა. სიქუელში მთავარი პერსონაჟის როლს კვლავ, რობერტ პატინსონი მოირგებს.
The Batman: Part II ეკრანებზე გამოსვლა, 2028 წლის 18 თებერვალსაა დაგეგმილი.
