თამამად შეიძლება ითქვას, რომ 32 წლის ბლეიქ ლაივლისა და 43 წლის რაიან რეინოლდსის ვარსკვლავური წყვილი ერთ-ერთი ყველაზე მხიარული ჰოლივუდური წყვილია. მათ საოცარი იუმორის გრძნობა აერთიანებთ და ერთმანეთს საჯაროდ ხშირად ეხუმრებიან.
ცოტა ხნის წინ, რაიან რეინოლდისის დაფოტოშოპებული ფოტო გავრცელდა. რეინოლდსი ამერიკის დროშის ფერებიან საცვლებში, მაღაზიის დახლზე პოზირებს.
რა თქმა უნდა, ეს ფოტო ბლეიქს უყურადღებეოდ არ დარჩენია და თავის მეუღლეს დაუკომენტარა.
„გთხოვთ, შეეშვით ჩემი ფოტოების მოპარვას“, – დაწერა ლაივლიმ.