LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლიც დენტალი“ – კახაბერ ხარებავას კლინიკა – ლიდერი ციფრულ სტომატოლოგიაში

806
ბლიც დენტალი

ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ ამიერკავკასიაში ციფრული სტომატოლოგიაში ლიდერია. აქ მოსულ პაციენტებს უმაღლესი ხარისხის სწრაფ და მათზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებას სთავაზობენ. კლინიკის მთავარი მიზანი თავდაჯერებული ღიმილის შექმნაა, რომელიც არა მხოლოდ გარეგნულ სილამაზეს, არამედ ჯანმრთელ პირის ღრუსა და კომფორტს გულისხმობს.

გერმანული ტექნოლოგიები და ევროპული სტანდარტები

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მსოფლიოში წამყვანი გერმანული კომპანიის Dentsply Sirona-ს სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. ეს პარტნიორობა უზრუნველყოფს კლინიკის სრულ აღჭურვილობას უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით. ექიმების გადამზადებაზე კი გერმანელი ექსპერტები ზრუნავენ, რაც კლინიკის ერთერთი უპირატესობაა.

მულტიპროფილური სერვისები ერთ სივრცეში

კლინიკა „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მულტიპროფილურია, ანუ ერთ სივრცეში პაციენტი ყველა ტიპის სტომატოლოგიურ მომსახურებას იღებს, რაც ზოგავს პაციენტის ძვირფას დროსა და ენერგიას.

ინოვაციური ტექნოლოგიები დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ მუდმივად ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს. კლინიკაში სრულად გამოიყენება ციფრული დიაგნოსტიკური აპარატურა:

  • 3D ტომოგრაფია – Orthophos SL 3D
  • ინტრაორალური (Primescan) სკანერი
  • ხელოვნური ინტელექტის სადიაგნოსტიკო პროგრამა – DiagnoCat
  • მიკროსკოპები – ZEISS, LEICA, Calipso
  • პროგრამები – Sidex და Galileos

განსაკუთრებით აღსანიშნავია უახლესი, ინოვაციური სადიაგნოსტიკო აპარატი „Teethan“, რომელიც კლინიკას 2025 წლის მაისში შეემატა. „Teethan“ ნერვ-კუნთოვან ბალანსს აფასებს მარტივი, სწრაფი და არაინვაზიური მეთოდით, რაც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ოკლუზიისა და ნერვ-კუნთოვანი სისტემის კავშირი, ასევე შეფასდეს ქვედა ყბის სტაბილურობა რეაბილიტაციისთვის.

ციფრული დაგეგმარება საშუალებას იძლევა, რთული ქირურგიული მანიპულაციებიც კი მაქსიმალური სიზუსტით ჩატარდეს. ესთეტიკური მიმართულებით გამოიყენება ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიები, როგორებიცაა Intraoral (Primescan) Scanner, ჩარხები – Detsply Sirona – MC XL, MC X5 და პროგრამები – Inlab, Exocad.

ადენტიის მკურნალობა ერთ დღეში და საერთაშორისო თანამშრომლობა

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისთან“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში უკვე შესაძლებელია პირის ღრუს ტოტალური აღდგენა ანესთეზიით (ნარკოზით) სულ რაღაც ერთ დღეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დენტოფობიის მქონე პაციენტებისთვის ან მათთვის, ვისაც პრობლემის მოგვარება უსწრაფესად სურს.

კლინიკა ემსახურება პაციენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. უცხოელი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ კონსულტაცია, რაც მათ საშუალებას აძლევს, ზუსტად დაგეგმონ ვიზიტი საქართველოში. „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ პაციენტებს სთავაზობს სრულ რეაბილიტაციას 1 დღეში, ვინირებისა და გვირგვინების განთავსებას, ასევე იმპლანტაციასთან ერთად ორთოპედიული კონსტრუქციების დაფიქსირებას.

სტომატოლოგიური კლინიკა ასევე თანამშრომლობს იტალიურ ლაბორატორია Laboratorio Odontotecnico Zaramella-სთან და გერმანულ კომპანია VITA-ს სატექნიკო სასწავლო აკადემიასთან. გარდა ამისა, აქვს მჭიდრო კავშირი მილანის უნივერსიტეტის გნათოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ Alessandro Nanussi-სთან, რაც უზრუნველყოფს ნებისმიერი სიახლის დანერგვასა და პაციენტებისთვის შეთავაზებას.

„ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკა“ – ეს არის ადგილი, სადაც უმტკივნეულო სტომატოლოგია, პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, კოლეგების გუნდური მუშაობა, მაღალი ხარისხი, სისწრაფე და სიზუსტე ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რათა თითოეული პაციენტისთვის შექმნას თავდაჯერებული ღიმილი.

კლინიკის ძირითადი სერვისებია:

  • თერაპია
  • ორთოპედია
  • ორთოდონტია
  • პაროდონტოლოგია
  • იმპლანტოლოგია
  • გნათოლოგია
  • ბავშვთა სტომატოლოგია
  • 3D კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ქირურგია

დამატებითი ინფორმაციისთვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად ეწვიეთ „ბლიც დენტალი – კახაბერ ხარებავას კლინიკის“ ვებგვერდს.

მისამართი: ვერა, გიორგი ქუჩიშვილის N11

ტელეფონის ნომერი: 032 2 22 15 16

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g