უკრაინელები საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი მომავლისთვის და მიწისთვის, რუსები არა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მათ ეჭვი არ ეპარებათ უკრაინის გამარჯვებაში.
“ნახეთ, რა მოხდა, რა გაუკეთა პუტინმა მის ქვეყანას. ახლა, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, დაახლოებით 200 000 მოკლული სამხედრო გვყავს უკრაინაში, ერთ წელიწადში. მილიონზე მეტმა რუსმა ქვეყანა დატოვა იმიტომ, რომ არ უნდათ ამ ომის ნაწილი, ამ ქვეყნის მიერ არჩეული კურსის ნაწილი იყვნენ. 1000-ზე მეტი კომპანია იყო ჩვენი ქვეყნიდან, რომელიც რუსეთში ბიზნესს აწარმოებდა. ახლა კი ეს აღარ სურთ, რადგან რეპუტაციული ზიანი ძალიან დიდია. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება უკრაინის გამარჯვებასა და წარმატებაში და ამისთვის, მარტივი, მაგრამ ძლიერი მიზეზი არსებობს. სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მათ შორის ჩვენს დახმარებასაც, ყველაზე დიდი სხვაობა ისაა, რომ უკრაინელები საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, საკუთარი მომავლისთვის და მიწისთვის, რუსები არა,” – აღნიშნა ბლინკენმა.