მეგობრების ინფორმაციით, ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა.
როგორც სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ, აბაშიძეს ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
სოფია თოდუა Facebook გვერდზე წერს, რომ ამ წუთებში პოლიცია ბლოგერის სახლში მის ძმებს არ უშვებენ. მისივე თქმით, აბაშიძეს არ მისცეს ადვოკატის გამოძახების საშუალებაც.
“უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
ლოკაცია აბაშიძის 22 ნომერი, მეორე სადარბაზო, შიდა ეზოს მხრიდან არის სადარბაზო”, – წერს სოფია თოდუა.