LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერებს – გიორგი ჯობავასა და მის მეუღლეს, სალი წვერავას, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებს ყავით უმასპინძლდებოდნენ, უცნობმა პირებმა სახლი/ავტომობილი დაუმტვრიეს

607
გიორგი ჯობავა და სალი წვერავა

ბლოგერებს – გიორგი ჯობავასა და მის მეუღლეს, სალი წვერავას, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, „გაჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებს ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ, გაურკეველმა პირებმა სახლი/ავტომობილი დაუმტვრიეს.

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს სწორედ ის ავტომობილი, საიდანაც ბლოგერები იქ შეკრებილ დემონსტრანტებს ყავას აწვდიდნენ – ავტომობილის მინები ჩამსხვრეულია, ასევე დაზიანებულია საბურავები.

„მიწაზე დაგვყარეს, 7 პოლიციელი გვირტყამდა წიხლებს თავში და გვერდებში, ჩემი მეგობარი შეტენეს მანქანაში და მე თავად მათმა უფროსმა მომკიდა თმებში ხელი, წიხლით შემტენა მანქანაში“ – მზარეული თინა ვაშაკიძე ჭავჭავაძეზე დაკავების დეტალებზე

„„მოკლედ, ასეთი ამბავი იყო, ჭავჭავაძეზე წაიქცა ასაკოვანი კაცი და მე და ჩემი მეგობარი მივედით ასაყენებლად, წაიქცა რა, პოლიციამ წააქცია, როგორც კი დავიხარეთ, ეგრევე წაგვაქციეს“.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებისას უამრავი სამოქალაქო აქტივისტი დემონსტრანტებს საკვებითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით ამარაგებდა. გიორგი ჯობავა, რომელიც პუბლიკამ The Wedding Guy-ის სახელით გაიცნო, ასევე მისი ბლოგერი მეუღლე – სალი წვერავა, აქციის მონაწილეებს შორის ხშირად ჩნდებიან.

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცებს“ გვეძახიან და ამ დროს ხარება, მურუსიძე ჰყავთ გვერდით, ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“

პოპულარულები