LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცებს“ გვეძახიან და ამ დროს ხარება, მურუსიძე ჰყავთ გვერდით, ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“

175
ნანკა კალატოზიშვილი

„12 წელია მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ, „ნაცებს“ გვეძახიან, გვამუნათებენ და ამ დროს ხარება და მურუსიძე ჰყავთ გვერდით, პარლამენტში ნახევარი გაქოცებული­ „ნაცი“ არ ზის? ბექა ოდიშარია მიშა სააკა­შვი­ლის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მე მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“ – განაცხადა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა და ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, სწორედ ესაა ტრაგედია, როდესაც ე.წ გამჭვირვალობის კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ნაცებს“ უწოდებენ:

კალაძე: ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ – მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, დღეს შეიძლება, რაღაცაში ვერ ერკვეოდეთ, არ გქონდეთ სრული ინფორმაცია, დაფიქრდით, მეგობრებო, გააკეთეთ ანალიზი

„იმდენს ნუ დააშავებ, რომ აღარ მაინტერესებდეს ქუჩაში ვინ დგას, იმიტომ, რომ მე ვერავის გადაშენებას ვერ დაველოდები, ისედაც ბევრი რამაა გასაგები – „ნაც­ები“ და „ქოცები“ ერთმანეთს ასულდგმულებენ, ზიზღისა და ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ, ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს.

„ნაცების“ ამომრჩეველი „ქოც“ პუტინისტს მეძახის, არაევროპელსა და კაცთმოძულეს, საშინლად მლანძღავს მეორე მხარეც. მე ჩემი ღირებულებები მაქვს და არ შეიძლება რომელიმე პარტიას მოვწონდე“, – თქვა მსახიობმა.

დასმულ კითხვაზე, რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც აქციაზე გაგიყვანათ? ნანკა კალატოზიშვილმა უპასუხა, რომ მათ [მთავრობამ] პირობა დადეს, რომ „ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდნენ, და იმაზე ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ შემოაბრუნეს“.

გულწრფელობას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც ის ცოდნითა და ინტელექტით არის გამყარებული, ცოდნისა და ინტელექტის არმქონე და თავდაჯერებული ადამიანი რუსულ ტანკზე უარესია – პრემიერი ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს

მისი მოსაზრებით, „ამის მიზეზი რუსეთია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ამ კანონში წერია და როგორ იცვლებოდა მუხლების მიხედვით რუსეთში“:

„მე ის უფრო მაინტერესებს, რაზე იხარჯება ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც უცხოელი დონორები თანხებს რიცხავენ. სად წავიდა­ ის 600-ათასი დოლარი, რომელიც გელათის რესტავრაციისთვის იყო გამოყოფილი და დღეს თავზე მენგრევა; მუზეუმისთვის გამოყოფილი 2 მილიონი და ა.შ. სად მიდის ეს თანხები?

სოფლებში გზაც კი უცხოური გრანტებითაა გარემონტებული, თორემ ამ ორგანიზაციებს ისედაც გამჭვირვალე შემოსავლები აქვთ და აქამდეც აკონტროლებდნენ, დამატებითი მექანიზმები შეიმუშაონ და არა ეს კანონი, რომლითაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება.

თუ ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა არ დომინანტობდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ლობისტურად, მაშინ დღევანდელი მოქმედი მტერი ჩაწერონ – რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩემი ქვეყნის მთლიანობას არ აღიარებს.

„გამოდით თქვენი წრიდან, ასე აგდებით, დამცირებით რომ უყურებთ სხვებს, თქვენც გატყუებენ“ – ნინო კასრაძე ხელისუფლებას

ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა, რომ რამენაირად დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით და როგორ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენო ის და რუსეთი? ჩაწერონ რუსეთიც და ხმას აღარ ამოვიღებ. რუსეთის მოქალაქეები აქ უპრობლემოდ ცხოვრობენ და ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ემიგრაციაში გარბიან. 29-ში აქციაზე მდგომ ხალხს მოეკითხა, რატომაა ფასები, გადასახადები ევროპაზე ძვირი?“ – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.

იხილეთ ინტერვიუ – ვრცლად