ცნობილმა ბლოგერმა კოლინ ფერზმა კაბრიოლეტ BMW 3-ის სალონში წყალი ჩაასხა, შემდეგ შიგნით ჩაჯდა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ბრიტანელმა წყალში ქაფიც ჩაამატა და მტვერსასრუტიც ჩართო, რათა ჯაკუზის იმიტაცია შეექმნა. ბოლოს კი წყლით სავსე ავტომობილზე ხორცის შეწვა სცადა, თუმცა ეს მცდელობა არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ბლოგერისთვის ეს პირველი ექსპერიმენტი არ არის და გამომწერებს საინტერესო ვიდეოებით ის ძალიან ხშირად ანებივრებს ხოლმე.