LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMG-ის ჟურნალისტი მთავრობას სახალხო დამცველთან უჩივის

80
Capture

BMG-ის ჟურნალისტი მთავრობას სახალხო დამცველთან უჩივის.

თელარა გელანტია ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, 12 სექტემბერს არ დაეშვათ ის ბრიფინგზე, მის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იყო.

ამ მიზეზით მან “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” სამართლებრივი მხარდაჭერით სახალხო დამცველს მიმართა.

ცნობისთვის, თელარა გელანტიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მთავრობის სხდომაზე არ შეუშვეს. მისი თქმით, ამის მიზეზად პრესასთან ურთიერთობის სამსახურის თანაშრომელმა ჟურნალისტის მხრიდან ბევრი კითხვის დასმა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g