LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ახალი კონკურენტი გამოუჩნდა

55

კორეული პრემიუმ ბერენდი Genesis, რომელიც Hyundai Motor Company-ს ახალი სადილერო სახელი გახლავთ, აპირებს კონკურენცია გაუწიოს ისეთი ავტომობილებს, როგორიცაა Audi A4, BMW 3 Series და Mercedes-Benz C-Class. კომპანიის ამერიკული წარმომადგენლობის Hyundai Motor America გენერალურმა დირექტორმა დეივ ზუხოვსკიმ ამის შესახებ  Words Auto-სთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ ვგეგმავთ ავტოსამყაროში შევქმნათ BMW 3 Series რეალური კონკურენტი. ახალი ავტომობილი სხვადასხვა  მოდელირებით იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორის ერთ-ერთი ჯიპის ტიპის ავტომობილი იქნება.” – აცხადებს ზუხოვსკი.

ტექნიკურ დეტალებზე საუბარს კორეული მწარმოებლის წარმომადგენელმა თავი აარიდა. თუმცა, სავარაუდოა, რომ სადილერო კომპანია Hyundai Motor Company და პრემიუმ სუბ ბრენდი Genesis ყოვეწლიურად უფრო გაფართოვდება და გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ Genesis Equus ანუ Hyundai G90-ის დებიუტი დეკემბრის დასაწყისში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები