LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობ მარლი მაისურზე: გუნდმა წარსულის კულტურას გადახედა და ბობ მარლი დაიხატა

119

დუბლინის „ბოჰემიანსმა“ 2019 წლის ფორმა წარადგინა, რომელზეც ბობ მარლია დაპრინტული.
გუნდის საგარეო კომპლექტი ირლანდიის კულტურული ცხოვრების აზრს ატარებს.

ახალი კონცეპტი სწორედ წარსულის მუსიკალური კულტურის პატივისცემაა, რომელიც, როგორც გაირკვა, მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კლუბის სტადიონ „დალიმაუნთ პარკთან“.

ფორმა ქომაგებს ახსენებს ბობ მარლის კონცერტს – რეგის შემსრულებელი „ბოჰემიანსის“ სტადიონზე 1980 წელს გამოვიდა. ამავე წელს, ამავე სტადიონზე გამოვიდა ჯგუფი Black Sabbath, ხოლო 1993 წელს – Faith No More და Sonic Youth.

 

 

„ბოჰემიანსი“ ამჟამად ირლანდიის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა.
ბობ მარლი იამაიკელი საკულტო რეგი-მუსიკოსია.
მისთვის ფეხბურთი უცხო არ ყოფილა, რაზეც ეს ფოტოებიც მეტყველებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g