70 წლის კევინ კოსტნერი კლუბ Raspoutine-ში გადაიღეს. ვარსკვლავი ახალგაზრდა ქალბატონების გარემოცვაში თავს შესანიშნავად გრძნობდა და მაქსიმალურად ერთობოდა. ორი შავგვრემანი ლამაზმანი მსახიობის მოხიბვლას ცდილობდა და როგორც ჩანს, გამოუვიდათ კიდეც.
ბობოქარი ღამის შემდეგ კოსტნერი გოლფის მოედანზე გამოჩნდა. ფოტოები მან „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. აშკარაა, რომ ახლად განქორწინებული მსახიობი არ ნებდება და ფანტასტიკურ განწყობაზეა.



