LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის 3 მცირეწლოვანია: 2 გამოჯანმრთელდა

79
bochorishvilis-klinika (1)

ბოჭორიშვილის კლინიკაში 6 ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ, რომელთა შორის ხუთი ბოლნისიდან, ერთი კი კარანტინიდან არის შეყვანილი. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 3 მცირეწლოვანია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაწესებულებაში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 56 პაციენტი მკურნალობს, აქედან 10 მოზარდია. სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ინფიცირებულებიდან 6-ის მდგომარეობა საყურადღებოა.

ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 65 პაციენტი. აქედან 56-ს აქვს დადასტურებული „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი. 56-დან 10 არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. 6 ახალი პაციენტია გადმოყვანილი დადასტურებული დიაგნოზით – 5 არის ბოლნისის კლასტერი, ერთი კარანტინის კლასტერიდან. მათ შორის სამი მცირეწლოვანია და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. ამასთან, 6 პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. ორი მოზრდილი გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

პოპულალურები