LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში ინფიცირებული სომხეთის მოქალაქე დედა-შვილი მიიღეს: 12 პაციენტი არასრულწლოვანია

76
bochorishvilis-klinika (1)

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 51 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 41 COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევაა. ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მაკა სოლოღაშვილის განმარტებით, კლინიკაში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 არასრულწლოვანია. მისი ინფორმაციით, 2 დადასტურებული შემთხვევით, დედა-შვილი მიიღეს. ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. სოლოღაშვილი აცხადებს, რომ ახალი პაციენტები საკარანტინე სივრციდან არიან.

მისი განმარტებით, რეანიმაციული განყოფილება დატოვა ერთმა პაციენტმა და ის თერაპიული მიმართულებით აგრძელებს მკურნალობას. ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. კლინიკაში დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავთ, კიდევ 4 პირი კვლევაში ჩართვას ელოდება.

„გვაქვს სამი გამოჯანმრთელების შემთხვევა. შემოვიდა ორი ახალი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. ისინი დედა-შვილი არიან კარანტინის სივრციდან, სომხეთის მოქალაქეები. ამასთან, ერთი პაციენტი გადავიდა რეანიმაციიდან, ამჟამად რეანიმაციაში მკურნალობას ერთი განაგრძობს. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გარდა ამისა, ოთხი პაციენტი რჩება საყურადღებო. დღეს ასევე 4 პაციენტი კვლევაში ჩართვას ელოდება“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

პოპულალურები