LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაადეკვატური პაციენტები გვყავდა, არავინ გვეკარებოდა, არც სამართალდამცველები”: რა პირობებში მოხდა სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება

137
1125a12f-2111-460e-b6f9-06433ed04878-640

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულ კლინიკაში, დღემდე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა მისი განმარტებით, კოვიდთან ბრძოლა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა აქვთ, აქედან 3 სამედიცინო პერსონალია – ერთი ექთანი და ორი სანიტარი. მან ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებტან საუბარში განაცხადა. სოლორაშვილის განმარტებით ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისათვის სულ 54 პაციენტი მკურნლობს, აქედან 25 კოვიდინფიცირებულია. 4 პაციენტი 18 წლამდე მოზარდია.

“ბოქსირებულ სექტორში 54 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსით ინფიცირებულია 25 პირი. ოთხი 18 წლამდე ასაკის პაციენტია. გვყავს ერთი საყურადღებო ინფიცირებული. ჩვენთან 5 პაციენტია ახალი, 2 საკარანტინე ზონიდან, სამია მედპერსონალი – ერთი ექთანი და ორი სანიტარი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველივე დღიდან, კლინიკა ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში და არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არც ერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, რადგან უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა, მაგრამ, სამწუხაროდ, კოვიდთან ბრძოლა ეს არ არის მარტო „დარჩით სახლში“. ეს არის სხვა ცხოვრების სტილი, ცხოვრება, როდესაც შენ არც სამართალდამცველი გიდგას გვერდით და არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ და დედაც ხარ. ჩვენ მოგვიწია ერთი-ორ არაადეკვატურ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არავინ გვეკარებოდა გარკვეული რისკების გამო, არც ერთი სამართალდამცველი, მათიც გვესმის. ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ, სამი პერსონალი, ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის დაინფიცირდა. კლინიკაში დაცულია ზომები, ინფიცირებული პერსონალი არის იზოლირებულად“, – აცხადებს მაკა სოლოღაშვილი.

პოპულალურები