LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკის სამ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსი დაუდგინდა

120
bochorishvilis-klinika (1)

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურებული ახალი შემთხვევებიდან 3 ბოჭორიშვილის კლინიკაში დაფიქსირდა. სამივე ამავე კლინიკის თანამშრომელია. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, ახალი 8 შემთხვევიდან ორის წყარო ამ ეტაპზე უცნობია, ამიტომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით უკიდურესად ნაადრევია.

„დღეს ქვეყანაში ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. არ არის 8 შემთხვევა ბევრი, მაგრამ სამწუხაროდ, ამ 8 შემთხვევიდან 3 გახლავთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, კერძოდ, ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლები, 2 შემთხვევის წყარო კი უცნობია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ რეალურად, საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ, უკიდურესად ნაადრევია. ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს” – განაცხადა გახარიამ.

კომენატარი კლინიკაში მოგვიანებით გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ  ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 2 შემთხვევის შესახებ ინფორმაცია წუხელ ღამით გავრცელდა, დანარჩენი 6 პირის მონაცემები კი stopcov.ge-ზე დღეს აისახა.  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 შემთხვევაა დადასტურებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები