აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრი კოვიდ გადატანილი პაციენტებისთვის სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას გასწევს.
როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:
„ხშირად მოგვმართავენ პაციენტები, რომელთაც უკვე გადატანილი აქვთ sars cov-19 –ეს არის პოტენციურად მძიმე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია,რომლის შემთხვევების 80% გამოჯამრთელებით სრულდება. ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტებს მაინც აღენიშნებათ სხვადასხვა სახის სირთულე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომლებიც საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობასა და მონიტორინგს. ბოლო მონაცემებით ირკვევა, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უგრძელდებათ ჩივილები რამდენიმე თვის განმავლობაში.
ჩივილები კი შემდეგი სახის გახლავთ: ფსიქოემოციური ლაბილობა, შფოთვა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი. ეს არის დამოკიდებული თანმხლები დაავადებების არსებობაზე, როგორიცაა: გულის ქრონიკული იშემიური დაავადებები, ქრონიკული თირკმლის უკმარისობა, ბრონქიალური ასთმა, იმუნოკომპეტენტური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და ა.შ. ამიტომ პაციენტს ესაჭიროება სარეაბილიტაციო პერიოდი.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრში არის რესურსი იმისთვის, რომ წარიმართოს კოვიდგადატანილი პაციენტის გამოჯანმრთელების ეტაპი სრულიად უსაფრთხოდ.
პირველ რიგში, აუცილებელია ოჯახის ექიმის კონსულტაცია და მისი რეკომენდაციით შესაბამისი სპეციალისტების ჩართვა.
ჩვენს ცენტრში ტარდება ყველა შესაბამისი კლინიკო–ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.
გვყავს ყველა პროფილის ექიმი სპეციალისტები :
- კარდიოლოგი, ნერვოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ალერგოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი,დერმატოლოგი.
აკ. ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრი, (მის:ალ.ყაზბეგის 16) მუშაობს ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 დან 20:00სთ–მდე. შაბათს 10.00სთ–დან 15.00 სთ–მდე.
შესაძლებელია წინასწარი ჩაწერა ტელ: 2 500 016.
პაციენტებს ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლონ სპეციალური vbc ბარათით, რომელიც გულისხმობს მნიშვნელოვან შეღავათებს სამედიცინო გამოკვლევებზე“.
ფოტოზე: ექიმი ანა შაკაია