თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი ადამიანიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მისი განცხადებით, შესაბამის სამსახურები ადგილზე მუშაობენ და აფეთქების ზუსტი მიზეზი დგინდება.
„გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე“ – შსს “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე
ვიდეო: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა | ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ
„აფეთქება მოხდა. აქ არის სასროლეთი, მაღაზია. ამ ეტაპისთვის ვიცი, რომ არის ორი გარდაცვლილი, მაგრამ ძალიან მალე შსს-ის შესაბამისი სამსახური ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დაიწყო ძიება და ყველა შესაბამის სამსახური მუშაობს ადგილზე. ვიცი, რომ 4 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, ერთი არის ძალიან მძიმედ. ამ ეტაპზე მიზეზი უცნობია. სასროლეთში მოხდა აფეთქება თუ შენობის სხვა სართულზე, ვერ გეტყვით“,-განაცხადა ლაბუჩიძემ.
სასწრაფო დახმარებამ დაშავებულები ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.