LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე“ – შსს “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე

257
Untitled design (4)

თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია “ბეთლგრაუნდი”-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ვიდეო: ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა | ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები