“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი დეპუტატის გიორგი არველაძის მიერ ახალგაზრდების მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც აველაძემ დღევანდელი ახალგაზრდობა ზარმაც და უთავმოყვარეო ადამიანებად მოიხსენია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება.
“ბოდიში შენთან, თუ ეს მართლა შენი სიტყვებია, ღრმა და ფუნდამენტური შეცდომაა. საუკეთესო და საამაყო ახალი თაობა გვყავს. ბევრად, ძალიან ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემი და, მაპატიე, შენი ახალგაზრდობა იყო. ბევრგან ვყოფილვარ და მიცხოვრია კიდეც. უცხოელ და ქართველ ახალგაზრდობასთან შეხება მქონია, მათ შორის, როგორც ლექტორს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არც ერთგან არ ყავთ ასეთი მაგრები. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ სტარტაპი ასჯერ უარესი ქონდათ, ვიდრე ნებისმიერ მათ კონკურენტს დასავლეთში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვეულებრივი ბედნიერება და ნამდვილი საჩუქარია ჩვენი ახალგაზრდობა”,-წერს გვარამია სოციალურ ქსელში.