ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ქართველებსა და უკრაინელებს ბოდიშს უხდის, რომ 2008 წელს MAP-ი არ იქნა მიღებული,- ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.
“მე მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელებს, მინდა, ბოდიში მოვუხადო ქართველებს, რომ მე საკმარისად მედგრად ვერ დავდექი, მე სუსტი ვიყავი, ვერ დავარწმუნე ჩემი მეგობრები დროულად, 2008 წელს, როდესაც NATO-ში შესვლის სამოქმედო გეგმა არ იქნა მიღებული. მე არ ვიყავი საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დროულად დამერწმუნებინა ჩემი მეგობრები დასავლეთიდან, რომ პუტინი ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს”- განაცხადა ევროპარლამენტარმა