„ქართველი ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის სალომე ზურაბიშვილი, „ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება“ - რასა იუკნევიჩიანე
„ის, თუ როგორ გაკეთდეს ეს, თავად ქართულმა საზოგადოებამ, ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე, მით უკეთესი“.
ევროპარლამენტარების დელეგაცია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს დღეს შეხვდა.