უმსხვილესი ბრიტანული ნავთობკომპანია „შელი“ (Shell) რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.
კომპანია ბოდიშს იხდის გასული კვირის გადაწყვეტილებისთვის, რა დროსაც კომპანიამ რუსული ენერგო-პროდუქტები შეიძინა, რათა, მისი განცხადებით, საფრთხე არ შეჰქმნოდა მომარაგების ჯაჭვებს.
„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გასულ კვირას რუსული ნედლი ნავთობის პარტიის შეძენასთან დაკავშირებით, რომელიც ბენზინსა და დიზელად უნდა გადამუშავდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეძენა განხორციელდა მიწოდების უსაფრთხოების გათვალისწინებით, ეს არ იყო სწორი და ბოდიშს ვიხდით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია „შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. ინფორმაცია სააგენტო „ბლუმბერგმა” გაავრცელა და დაწერა, რომ „შელმა“ ნავთობი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია Trafigura-სგან შეიძინა და ერთ ბარელში გასაყიდ საბაზრო ფასზე 28,50 დოლარით ნაკლები გადაიხადა.
მოგვიანებით, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დმიტრო კულებამ კომპანია „შელს“ ტვიტერის საშუალებით მიმართა.
ვრცლად – თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? – კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს