LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? – კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს

129
BeFunky-collage

ევროპის უმსხვილესმა ნავთობკომპანია “შელმა“ რუსეთისგან ნედლი ნავთობის პარტია რეკორდული ფასდაკლებით შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანია რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას გააგრძელებს.

მედიაში გავრცელებული ამ ინფორმაციის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნავთობკომპანია „შელს“ მიმართავს – “თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის?”.

„მეუბნებიან, რომ „შელმა“ წუხელ მალულად შეიძინა რუსული ნავთობი. ერთი კითხვა მაქვს „შელთან“: თქვენთვის რუსულ ნავთობს უკრაინული სისხლის სუნი არ ასდის? მოვუწოდებ მთელ მსოფლიოში ყველა გონიერ ადამიანს, მოითხოვონ ტრანსნაციონალური კომპანიებისგან, შეწყვიტონ ყველანაირი საქმიანი კავშირები რუსეთთან“, – წერს კულება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები