LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია: ტიკარაძე

148
დფჰდარ

ჯანდაცვის მინისტრი ბოდიშს უხდის საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინის დროულად ჩატარება ვერ შეძლო.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პრობლემა ამ დროისთვის აღმოფხვრილია.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით ეს პირველი შემთხვევა იყო, პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი იმ საზოგადოებას, რომელიც დღეს კეთილსინდისიერად მივიდა ვაქცინაზე და ვერ მოხერხდა მათი ვაქცინაცია. მქონდა კომუნიკაცია ჩემს უწყებასთან და შესაბამისად, ამ მომენტისთვის ხარვეზი აღმოფხვრილია. ჩვენ დამატებით გვაქვს თათბირი, რომლის ფარგლებშიც განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება გადავაზღვიოთ მსგავსი ფაქტები, რომელიც როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსთავშიც იყო”,-განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, მოქალაქეთა ნაწილი ლოჯისტიკური პრობლემის გამო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაგეგმილ დროს ვერ აიცრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები