სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიამ 2019 წლის „ოსკარის“ ნომინანტები დაასახელა. ბუნებრივია, ძირითადი ნომინაციებს შორის არის წლის მსახიობი მამაკაცი. როგორც ცნობილია, “ბოჰემურ რაფსოდიაში” შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტულისთვის რამი მალეკი იბრძოლებს.
ცნობისთვის, ფილმს “ბოჰემური რაფსოდია” ორი “ოქროს გლობუსი” ერგო. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ 2018 წლის საუკეთესო ფილმად სწორედ ბრიტანული როკ-ჯგუფის, Queen-ისადმი მიძღვნილი ბიოგრაფიული ფილმი „ბოჰემური რაფსოდია“ აღიარა. მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს გლობუსი“ ფრედი მერკურის როლის შემსრულებელს, მსახიობ რამი მალეკს გადაეცა.
ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოვების ცერემონია 24 თებერვალს გაიმართება. წელს ცერემონიას წამყავნი არ ეყოლება, თუმცა მას უკვე ჰყავს ნომინაციების ლიდერი. ეს ბრედლი კუპერის ფილმი „ვარსკვლავის დაბადებაა“, რომელიც 10 ნომინაციაში ლიდერობს. ნომინაციის გარეშე დარჩა თავად ბრედლი კუპერი, რომელსაც საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია არ მისცეს, სამაგიეროდ ის წლის მამაკაცი მსახიობების სიაშია.
სრულად შეგიძლიათ იხილოთ – „ოსკარი 2019“-ის ნომინანტები – „ვარსკვლავის დაბადება“ 10 ნომინაციით ლიდერია