“ბიძინა ივანიშვილი ყველაზე შავი საქმისთვის რეალურად ეყრდნობა სწორედ გახარიას, “- ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად გიორგი გახარიას დანიშვნას. მისი შეფასებით, იმ უწყების ხელმძღვანელის, საბჭოს მდივნად დასახელება, რომლის მიმართ დღემდე არაერთი კითხვა არსებობს, მიუღებელია.
“ბიძინა ივანიშვილი ყველაზე შავი საქმისთვის რეალურად ეყრდნობა სწორედ გახარიას, მათ შორის ე.წ. არჩევნების სპეცოპერაციის ჩატარება, ისეთი ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ამ ზეწოლამ, საუბარია ია კერზაიაზე. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იყო სწორედ გახარია და ამიტომ გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ახლა უკვე ფორმალურადაც უნდა ბიძინა ივანიშვის რომ ეს პოსტი სწორედ მას მიანიჭოს,”-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.
პრემიერის ხელმძღვანელობით ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პირველად დღეს იკრიბება.
საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა.