ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური თბილისის ზოოპარკის დირექტორ ზურაბ გურიელიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ფეისბუკგვერდზე წარწერით: „ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია“.
როგორც ჩანს, ეს ის ბოკვერია, რომელთან ერთადაც ძიუდოისტი ჭავჭავაძის გამზირზე ე.წ. ბასლაინზე გადაადგილდებოდა.
ცნობისთვის, გუშინ ლაშა ბექაურმა საკუთარ სოციალურ ქსელებში თავად განათავსა ვიდეო სახელწოდებით „ბუბუ“, რომელმაც საზოგადოების მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
განხილვის საგანი გახდა – ლომის ბოკვერი, რომელიც აღნიშნულ ვიდეოში ჩანს, ამასთან, მოქალაქეები დაინტერესდნენ, რატომ მოძრაობს ძიუდოისტი ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლში.