ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გუშინ აღებული 122 საკვლევი მასალიდან კოვიდინფექცია დაუდასტურდა სოფელ ქვემო ბოლნისის მცხოვრებს. მეორე ინფიცირებული ე.წ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების კლასტერს მიეკუთვნება და სასწრაფო დახმარების ბრიგადის მძღოლია.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში კოვიდინფიცირების 165 დადასტურებული შემთხვევაა.
ქვეყნის მასშტაბით კი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 738 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი.