LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისსა და მარნეულში კარანტინი მკაცრდება: რეგიონი მავთულხლართებით შემოღობეს

298
1 მარნეული

მარნეულისა და ბოლნისის კარანტინის მესამე დღეს, რეგიონში კონტროლი უფრო მკაცრდება. მუნიციპალიტეტებში შემსვლელები მკაცრად კონტროლდებიან. ტერიტორიზე მხოლოდ ის მანქანები შედიან, ვისაც საკვები პროდუქტი ან შესაბამისი დანიშნულების ტვირთი მიაქვს. რეგიონში შესვლა დაშვებულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუშაობენ იმ ობიექტებში, ვისაც საგანგებო მდგომარეობა არ შეხებია, მათ შორის არიან სასურსათო მაღაზიებისა და სააფთიაქო ქსელის თანამშრომლები. დაშვებულია ასევე სამედიცინო პერსონალის გადაადგილება.

დადგენილი წესების მკაცრი დაცვით მუშაობენ თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ექიმები სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე, ცოტა ხნის წინ, მავთულხლართები მიიტანეს, ტერიტორიაზე გაავლეს და ამით კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს.

რამდენად უსაფრთხოა მარნეულიდან და ბოლნისიდან შემოტანილი პროდუქტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები კონტროლისთვის სხვადასხვა სპეციალურ აღჭურვილობას იყენებენ, მათ შორის დრონსაც. გავრცელებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც მოქალაქეებმა შემოვლითი გზებით მოახერხეს ტერიტორიიდან გასვლა, თუმცა ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g