ბოლნისში „ბოლო ზარის“ 4 მანქანა ავარიაში მოჰყვა – დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ კაფანახჩიში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
ადგილობრივი მედია წერს, რომ რამდენიმე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.
