ბოლნისში კორონავირუსი კიდევ ექვს პირს დაუდგინდა.
ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ოთხი სოფელი გეტადან, ხოლო ორი სოფელი მუშევანიდანაა.
საერთო ჯამში, ლაბორატორიაში გაგზავნილი იყო 156 პირის საკვლევი მასალა.
სოფელ გეტას კლასტერთან ამ დროისთვის 17 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
სოფელ მუშევანში კი, ინფიცირებულთა რიცხვი, დღეს 40-მდე გაიზარდა.
გეტაში ზომები 15 მაისიდან გამკაცრდა.
მუშევანში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 25 აპრილის შემდეგ მოქმედებს.
ამ დროისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტში უკვე 145 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 51 გამოჯანმრთელდა, სამი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.