ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუშევანში ინფიცირებულებმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადეს და ექიმებს დაუპირისპირდნენ.
როგორც ცნობილია, კორონავირუსი დაუდგინდა ერთ ოჯახს, რომლის არც ერთ წევრს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია.
მაშინ როცა, ოჯახის წევრების საავადმყოფოში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მათ განაცხადეს, რომ ავად არ იყვნენ და შესაბამისად, არ გადავიდოდნენ სამკურნალო დაწესებულებაში, ამის გამო ადგილზე შეხლა-შემოხლა და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.