LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბოლნისში, 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის ფაქტზე, მოკვლევას ატარებს

123
კვებითი ინტოქსიკაცია

ბოლნისში, ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე, სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას ატარებს – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფი ბოლნისის მუნიციპალიტეტის N6 საბავშვო ბაღში (მის: ტაბიძის ქ.N44), არაგეგმურ ინსპექტირებას ახორციელებს.

სააგენტოს განცხადების თანახმად, შემოწმება, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 15 ბავშვის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობს.

„შემოწმების პროცესში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია შეტყობინებაში დასახელებული სურსათის/ნედლეულის ნიმუშები.

ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები