შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, 2020 წლის 12-13 დეკემბრის ერთობლივი მონიტორინგის მონაცემები განიხილა.
”12-13 დეკემბერს სულ ზედამხედველობა განხორციელდა 382 ობიექტზე, რომელთაგან 268 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა ზეპირსიტყვიერი თუ წერილობითი გაფრთხილება. 72 ობიექტის შემთხვევაში განხორციელდა მისი დეტალური შესწავლა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით და დადგინდა, რომ შესაბამისობაშია აბსოლუტურად პროტოკოლოთ გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
რაც შეეხება, რემონიტორინგის შედეგებს, განხორციელდა 42 ობიექტის შემოწმება და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ 32 ობიექტი ფაქტობრივად ითვალისწინებდა პროტოკოლით განსაზრვრულ მოთხოვნებს. 7 ობიექტი არ ახორციელებდა საქმიანობას. ხოლო, 3 ობიექტი დაჯარიმდა პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის.
ჯამში, 28 ნოემბრიდან 13 დეკემბრის საანგარიშო პერიოდში, საზედამხედველო უწყებების ერთობლივი მოიტორინგის შედეგად, ინსპექტირება განხორციელდა 31 000-ზე მეტ ობიექტზე, რომელთაგან ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილება გაიცა 20 797 ობიექტზე. საქმიანობა შეუჩერდა 6018 ობიექტს. რეკომენდაციების აღსრულებაზე (პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნები) შემოწმდა 467. კრიტიკული შეუსაბამობის გამოდ აჯარიმდა 27 ობიექტი.